2. დეპარტამენტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს აუდიტის ობიექტებს, მასშტაბს,  შემოწმების სიხშირეს, დროს/პერიოდს, ანგარიშის შინაარსს და ა.შ. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება. ასევე შიდა აუდიტორებს არ აქვთ არანაირი პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება შეასრულონ სხვა ფუნქციები, გარდა აუდიტორული საქმიანობისა.

3. დეპარტამენტის თანამშრომლები მოქმედებენ მაღალი პროფესიული ობიექტურობით ინფორმაციის შეგროვების, შეფასებისა და გავრცელების დროს, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის შემოწმებასაც ახორციელებენ. შეფასება არის დაბალანსებული, ითვალისწინებს ყველა შესაბამის გარემოებას და გამორიცხავს პირად ან სხვა მხარის მიკერძოებულ ინტერესებს.

4. დეპარტამენტი კერძო სამართლის იურიდიული პირის აუდიტორულ შემოწმებას ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად.
თავი II
შიდა აუდიტის დეპარტამენტის კომპეტენცია, თანამშრომლობა სხვა უწყებებთან  და სტრუქტურ