2. დეპარტამენტი სამინისტროს სისტემის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან ფუნქციურად დამოუკიდებელია.

3. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების და ანგარიშგების პროცესში.

4. შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების შესაბამისად. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება.

5. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შიდა აუდიტორთა შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს დაწესებულების სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.

6. თუკი დამოუკიდებლობა ან ობიექტურობა ფაქტობრივად ან გარეგნულად შეიზღუდა, ეს გამჟღავნებული უნდა იყოს დაწესებულების ხელმძღვანელთან. გამჟღავნების ფორმა დამოკიდებულია შეზღუდვის სახეზ