2. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
დ) ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, ასევე ინსპექტირების გეგმას და წარუდგენს მინისტრს;
ე) მინისტრს წარუდგენს წინადადებას საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე შესაბამისი რეაგირების თაობაზე;
ვ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
ზ) ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელიც წარედგინება მინისტრსა და ჰარმონიზაციის ცენტრს;
თ) დეპარტამენტის განყოფილებებს შორის ანაწილებს მოვალეობებს, აძლევს მათ ზეპირ და წერილობით მითითებებს;
ი) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ დაწესებულების შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
კ) დადგენილი წესით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; ხელს აწერს ან ვიზით ადასტურებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ლ) მინისტრს წარუდგენს ინსპექტირების განხორციელების ან/და კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და კორესპონდენციის შესწავლის შედეგად შედგენილ დასკვნას, ასევე, დისციპლინური წარმოების შედეგებს;
მ) მინისტრს წარუდგენს შიდა აუდიტორულ ანგარიშს;
ნ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
ო) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმიანობას და ანაწილებს ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
პ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ჟ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
რ) კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დეპარტამენტისა და შემოწმების პროცესში მონაწილე სხვა საჯარო მოსამსახურეთა მიერ განსახილველი და განხილული საკითხების კონფიდენციალურობას და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
ს) მინისტრს წარუდგენს წინადადებას ინსპექტირების ან/და დისციპლინური წარმოების დაწყების/ჩატარების, გაგრძელების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ;
ტ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, მინისტრს წარუდგენს წინადადებას დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ ამ დებულების მე-7 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;
უ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე, დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
ფ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციას;
ქ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;
ღ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას;
ყ) უზრუნველყოფს შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;
შ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ჩ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის წერილობითი/ზეპირი მითითებების დაცვას, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;
ც) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ძ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ, წერილობით/ზეპირ მითითებებსა და დავალებებს;
წ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელ