2. ინსპექტირების დასკვნა შესაძლებელია გადაეგზავნოს სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებს ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს, დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე ან/და ხარვეზებზე სათანადო რეაგირების განხორციელების, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით.

3. ინსპექტირების დასკვნაში მოცემული მითითებები სავალდებულოა შესასრულებლად.

4. დასკვნის საფუძველზე დეპარტამენტი უფლებამოსილია მისცეს მითითება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს, მოახდინონ რეაგირება გამოვლენილ დარღვევებზე, დაიცვან სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, ასევე მოსთხოვოს განხორციელებული ქმედებების თაობაზე დასაბუთებული ანგარიშისა და დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. დეპარტამენტის მითითების/მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

5. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია დეპარტამენტის მითითების/მოთხოვნის შესრულებასა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სრულყოფილი ანგარიშისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ვადაში წარმოდგენაზ