2. დასკვნა შესაძლებელია გადაეგზავნოს სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებს ან/და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ/მოქმედ დაწესებულებებს, დასკვნაში დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე ან/და ხარვეზებზე სათანადო რეაგირების განხორციელების, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით.
3. დასკვნის საფუძველზე დეპარტამენტი უფლებამოსილია მისცეს მითითება სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ/მოქმედ დაწესებულებებს, მოახდინონ რეაგირება გამოვლენილ სამართალდარღვევაზე, დაიცვან სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, ასევე მოსთხოვოს განხორციელებული ქმედებების თაობაზე დასაბუთებული ანგარიშისა და დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. დეპარტამენტის მითითების/მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
4. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია დეპარტამენტის მითითების/მოთხოვნის შესრულებასა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სრულყოფილი ანგარიშისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ვადაში წარმოდგენაზ