2. დასკვნა შეიძლება შეიცავდეს ინსპექტირების გეგმით ან/და განცხადებით/წერილით გათვალისწინებული საკითხების შესწავლის შედეგებს, მოპოვებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებს ან/და ხარვეზებს, მათ სამართლებრივ შეფასებასა და გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს.
3. თუ სამართალდარღვევის ფაქტი არ დადგინდა, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია აისახება დასკვნაში ან/და სამსახურებრივ ბარათში, რომელსაც სამსახურის საჯარო მოსამსახურე წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს. სამსახურებრივ ბარათში აისახება საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ან/და შესწავლის შედეგები.
4. ინსპექტირების ჩატარების ან/და განცხადებით/წერილით გათვალისწინებული საკითხების შესწავლის შედეგად შედგენილი დასკვნა შესათანხმებლად წარედგინება მინისტრ