2. ინსპექტირების სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს ინსპექტირების სამსახურის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს ინსპექტირების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) ანაწილებს შემოსულ კორესპონდენციებს ინსპექტირების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) აკონტროლებს  ინსპექტირების სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

ე) პერიოდულად ისმენს ინსპექტირების სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ინსპექტირების სამსახურის მიერ შედგენილ დასკვნას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს/ავიზებს ინსპექტირების სამსახურში  მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) პასუხისმგებელია ინსპექტირების სამსახურში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ი) ხელს უწყობს სამსახურში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;

კ) ასრულებს მინისტრის და დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

3. სამსახურის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.

4. ინსპექტირების სამსახურის უფროსი სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას  ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე.

5. ინსპექტირების სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ინსპექტირების სამსახურის კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებ