2. შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

გ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს სამმართველოს მიერ შემუშავებულ ანგარიშს;

ვ) ხელს აწერს ან ავიზებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

თ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;

ი) ასრულებს მინისტრის და დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

3. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.

4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებისგანხორციელებისას  ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე.

5. შიდა აუდიტის სამმართველოს თანამშრომლები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შიდა აუდიტის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/მოადგილეებისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებ