ა) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესწავლა და ანალიზი, მისი სრულყოფის თაობაზე წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა უწყებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება;
ე) მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა და მათ განხილვაში მონაწილეობა;
თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ი) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა;
კ) სამინისტროს ინტერესების დაცვა სასამართლო ორგანოებში;
ლ) სამინისტროს ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
მ) სამინისტროს სისტემაში საკადრო საქმის ორგანიზება;
ნ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
ო) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის, მობილობის, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის პროცესის ორგანიზება, მოხელისათვის რანგის/კლასის მინიჭების პროცესში მონაწილეობა;
პ) სამინისტროს საქმის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის შესახებ ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების მომზადება;
ჟ) სამინისტროს საარქივო საქმის წარმოების ორგანიზება;
რ) სამინისტროს და წინამდებარე დებულებით, მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებ