2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტში შემავალი განყოფილებების მუშაობას;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის განყოფილებებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ;
ვ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) წარუდგენს მინისტრს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს, აგრეთვე, მინისტრის მოთხოვნით – ნებისმიერ დროს;
ი) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა შესასრულებლად;
მ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ნ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი განყოფილების უფროს