ა) უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტებთან შესაბამისობას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში იხილავს სამინისტროში შემოსულ განცხადებებს;
დ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ე) განიხილავს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა) ხელმძღვანელთა მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებს;
ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებ