ა) უზრუნველყოფს მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად დოკუმენტებზე მუშაობის და დოკუმენტბრუნვის ორგანიზაციას, ერთიან საქმისწარმოებას;

ბ) რეგისტრაციაში ატარებს სამინისტროში შემოსულ და სამინისტროდან გასულ ნებისმიერ დოკუმენტს;

გ) უზრუნველყოფს შემოსული დოკუმენტების დროულ განაწილებასა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;

დ) ზედამხედველობს დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობას და დადგენილ ვადაში შესრულებას;

ე) უზრუნველყოფს დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად სამინისტროს საქმეთა წარმოებას, საქმეთა შენახვასა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიულ გამოყენებას;

ვ) სამინისტროს საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის შესახებ ამზადებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ მონაცემებს;

ზ) ახორციელებს სახელმწიფო არქივისთვის გადასაცემი საქმეების გაფორმების სისწორის კონტროლს;

თ) უზრუნველყოფს სამინისტროს საარქივო ფონდის დაკომპლექტებას, საარქივო დოკუმენტების აღრიცხვას, დაცვასა და გამოყენებას;

ი) უზრუნველყოფს სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის ადრესატებისთვის გაგზავნას;

კ) ამზადებს ბრძანების პროექტებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, სამსახურებრივი გადაყვანის, წახალისების ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ;

ლ) ამზადებს მინისტრთან ჩატარებული თათბირების ოქმებს;

მ) ორგანიზებას უწევს სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ნ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარებას;

ო) მონაწილეობს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის პროცესის ორგანიზებაში, მოხელისათვის რანგის/კლასის მინიჭების, მობილობისა და წახალისების პროცესში;

პ) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვას და პირადი საქმეების წარმოებას;

ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებ