1. კანონპროექტის განხილვა ხორციელდება მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით.
2. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას იღებენ:
ა) კანონპროექტის ინიციატორი უწყების საპარლამენტო მდივანი, კანონპროექტის ავტორი ან/და ინიციატორი უწყების შესაბამისი თანამშრომელი;
ბ) იმ სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი, რომელიც არ ეთანხმება, ან ეთანხმება, მაგრამ აქვს შენიშვნები განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით;
გ) სხვა დაინტერესებული უწყების შესაბამისი თანამდებობის პირი.
3. კანონპროექტის განხილვის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე;
ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) ინიციატორი უწყების მიერ განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, გადამუშავებული კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის თაობაზე;
დ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების წე