1. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ან/და საქართველოს კანონის პროექტი (შემდგომ - კანონპროექტი).
2. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტი მზადდება და საქართველოს პარლამენტს წარედგინება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით კანონპროექტის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.
4. უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვისათვის დანიშნული მომხსენებლის/მომხსენებლების ვინაობა.
5. საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით წარსადგენი კანონპროექტი უმაღლეს საბჭოში განიხილება კანონპროექტის განხილვისათვის, ხოლო უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე - კანონპროექტის პირველი მოსმენისათვის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. უმაღლესი საბჭოს დადგენილება საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით კანონპროექტის წარდგენის თაობაზე (კანონპროექტთან და სხვა მასალებთან ერთად), საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაშ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 112. უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ან/და საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენა
თავი X — საკანონმდებლო პროცესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 90. უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ან/და საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენა
- მუხლი 94. საკანონმდებლო ინიციატივა
- მუხლი 70. საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა
- მუხლი 127. პარლამენტის დადგენილების მიღების წესი
- მუხლი 100. საკანონმდებლო წინადადება
- მუხლი 99. წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 106. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები
- მუხლი 107. უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები
- მუხლი 108. ამომრჩეველთა მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები
- მუხლი 109. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა
- მუხლი 110. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვა და მიღება, საქართველოს პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა
- მუხლი 111. ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება
- მუხლი 113. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო
- მუხლი 114. უმაღლესი საბჭოს დადგენილების შინაარსი
- მუხლი 115. უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღების წესი
- მუხლი 116. უმაღლესი საბჭოს დადგენილების გამოქვეყნება და ძალაში შესვლა
- მუხლი 117. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის ძირითადი უფლებამოსილება
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 112, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-112/