1. უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი უმაღლეს საბჭოს წარედგინება და განიხილება კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენისა და კომიტეტში განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება ერთი მოსმენით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.
3. უმაღლესი საბჭოს ნორმატიული ხასიათის დადგენილების პროექტი, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განხილულ იქნეს 2 მოსმენით. პირველი მოსმენით დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭო კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი პროექტის მიღების ან უარყოფის შესახებ.
4. დადგენილების პროექტთან დაკავშირებული წინადადება უნდა წარედგინოს წამყვან კომიტეტს. თუ წამყვანი კომიტეტი უარყოფს დადგენილების პროექტთან დაკავშირებულ წინადადებას, უმაღლესი საბჭო მას, ინიციატორის მოთხოვნით, განიხილავს პროექტთან ერთად. ახალი წინადადების დაყენება და განხილვა შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს თანხმობით.
5. მეორე მოსმენით დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭო კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი პროექტის მთლიანად მიღების ან უარყოფის შესახებ.
6. უმაღლესი საბჭოს რეზოლუცია, განცხადება და მიმართვა განიხილება და მიიღება დადგენილების განხილვისა და მიღებისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.
7. უმაღლესი საბჭოს თანხმობა, როგორც წესი, მიიღება დადგენილებით.
8. დადგენილების მიღების თარიღად ითვლება უმაღლესი საბჭოს მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.
9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომიტეტებში განხილვის პროცედურებს არ საჭიროებს უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება საკადრო, პერსონალურ და პროცედურულ საკითხებს, ასევე ისეთ საკითხებს, რომლითაც ხდება უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულად გაფორმებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 115. უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღების წესი
თავი XI — უმაღლესი საბჭოს დადგენილება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 109. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა
- მუხლი 110. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვა და მიღება, საქართველოს პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა
- მუხლი 111. ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება
- მუხლი 112. უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ან/და საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენა
- მუხლი 113. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო
- მუხლი 114. უმაღლესი საბჭოს დადგენილების შინაარსი
- მუხლი 116. უმაღლესი საბჭოს დადგენილების გამოქვეყნება და ძალაში შესვლა
- მუხლი 117. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის ძირითადი უფლებამოსილება
- მუხლი 118. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვა
- მუხლი 119. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა
- მუხლი 120. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 115, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-115/