1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა უმაღლესი საბჭოს ბიურო განიხილავს და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ განრიგს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვის შესახებ.
2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენება და პრიორიტეტების დოკუმენტი, ასევე მათი განხილვის განრიგი უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ დამტკიცებიდან მომდევნო დღეს უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. მთავრობას ეგზავნება მხოლოდ განხილვის განრიგი.
3. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 3 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასკვნას რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, ასევე თავის მოხსენებას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განხილვის განრიგის შესაბამისად რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებას და პრიორიტეტების დოკუმენტს განიხილავენ კომიტეტები და ფრაქციები. ისინი ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ეგზავნება საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტების მიერ, რეგლამენტის 36-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, შესაძლებელია ერთობლივი სხდომის ჩატარება.
5. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის დადგენილი წესით განხილვას ორგანიზებას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს საჭიროებისამებრ წარუდგენს ინფორმაციას განხილვის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
6. დარგობრივ კომიტეტებში განხილვების დროს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებასა და პრიორიტეტების დოკუმენტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე.
7. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 20 ნოემბრისა. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი წარმოდგენილი დასკვნების შესაბამის შენიშვნებსა და წინადადებებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ასევე წარუდგენს კრებსითი სახით.
8. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ შენიშვნებსა და წინადადებებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა უგზავნის მთავრობის თავმჯდომარეს. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის პრიორიტეტების დოკუმენტზე დასაგეგმის შემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა.
9. მთავრობის თავმჯდომარე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს არაუგვიანეს 5 დეკემბრისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი შენიშვნებისა და წინადადებების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
10. მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარმოდგენილი რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა ვადაში ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
11. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი არაუგვიანეს 10 დეკემბრისა განიხილავს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს და კომიტეტის დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიურო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 120. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება
თავი XII — უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო უფლებამოსილებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 114. უმაღლესი საბჭოს დადგენილების შინაარსი
- მუხლი 115. უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღების წესი
- მუხლი 116. უმაღლესი საბჭოს დადგენილების გამოქვეყნება და ძალაში შესვლა
- მუხლი 117. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის ძირითადი უფლებამოსილება
- მუხლი 118. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვა
- მუხლი 119. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა
- მუხლი 121. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა
- მუხლი 122. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება
- მუხლი 123. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში
- მუხლი 124. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე
- მუხლი 125. უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციები
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 120, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-120/