1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს უმაღლესი საბჭო პლენარულ სხდომაზე განიხილავს რეგლამენტის 121-ე მუხლით (გარდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან დაკავშირებული დებულებებისა) დადგენილი წესით საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ უმაღლესი საბჭოს ბიუროსათვის დასკვნების მიწოდებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
2. გამოსვლების დასრულების შემდეგ, მომხსენებელს უფლება აქვს გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით არაუმეტეს 15 წუთისა, რომლის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი დააყენოს კენჭისყრაზე თუ სხდომის მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება.
3. უმაღლესი საბჭო რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით.
4. თუ უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონს, შესაძლებელია აღნიშნული კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 124. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე
თავი XII — უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო უფლებამოსილებები
თავი XIIIუმაღლესი საბჭოს საგარეო ურთიერთობე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 102. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე
- მუხლი 140. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა
- მუხლი 103. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა
- მუხლი 101. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში
- მუხლი 40. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა
- მუხლი 81. პლენარული სხდომის ოქმი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 118. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვა
- მუხლი 119. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა
- მუხლი 120. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება
- მუხლი 121. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა
- მუხლი 122. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება
- მუხლი 123. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში
- მუხლი 125. უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციები
- მუხლი 126. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა
- მუხლი 127. ინტერპელაცია
- მუხლი 128. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ
- მუხლი 129. თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 124, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-124/