1. უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონს. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს კენჭი ეყრება არაუგვიანეს დეკემბრის მესამე ხუთშაბათისა.
2. მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილების შეტანა. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მომხსენებელს და იგი დაეთანხმება ასეთი ცვლილების განხორციელებას.
3. თუ მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონს, ხარჯები დაიფარება წინა წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. თუ უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს არაუგვიანეს დეკემბრის მესამე ხუთშაბათისა, შესაძლებელია რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი მიუღებლობიდან 1 მარტამდე პერიოდშ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 122. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება
თავი XII — უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო უფლებამოსილებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 116. უმაღლესი საბჭოს დადგენილების გამოქვეყნება და ძალაში შესვლა
- მუხლი 117. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის ძირითადი უფლებამოსილება
- მუხლი 118. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვა
- მუხლი 119. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა
- მუხლი 120. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება
- მუხლი 121. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა
- მუხლი 123. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში
- მუხლი 124. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე
- მუხლი 125. უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციები
- მუხლი 126. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა
- მუხლი 127. ინტერპელაცია
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 122, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-122/