1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვა ხდება რეგლამენტის 120-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან მიღებისთანავე ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. ამ კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა უმაღლესი საბჭოს ბიურო განიხილავს და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვის გრაფიკს.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის თაობაზე დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, კანონპროექტს განიხილავენ უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და ფრაქციები და თავიანთ დასკვნებს უგზავნიან უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ წარმოდგენილ დასკვნებს თავის დასკვნასთან ერთად და შენიშვნების ფურცელს, კომიტეტის სხდომიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა უგზავნის უმაღლესი საბჭოს ბიუროს. შენიშვნების ფურცელში ასახული უნდა იყოს თუ რომელი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინება მომხსენებლის მიერ შესაძლებელია, რეგლამენტის 122-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 123. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში
თავი XII — უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო უფლებამოსილებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 101. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში
- მუხლი 103. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა
- მუხლი 102. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე
- მუხლი 32. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანა
- მუხლი 18. კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი
- მუხლი 139. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 117. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის ძირითადი უფლებამოსილება
- მუხლი 118. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვა
- მუხლი 119. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა
- მუხლი 120. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება
- მუხლი 121. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა
- მუხლი 122. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება
- მუხლი 124. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე
- მუხლი 125. უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციები
- მუხლი 126. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა
- მუხლი 127. ინტერპელაცია
- მუხლი 128. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 123, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-123/