1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვისა და მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად.
2. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის განსახილველი პროექტი, რომელიც გავლენას ახდენს რესპუბლიკური ბიუჯეტის დამტკიცებული შემოსულობებისა ან/და გადასახდელების პროგნოზზე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ახლავს კანონის პროექტი რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე, გარდა ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული კანონის პროექტი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული კანონის პროექტი – ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებული რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ფარგლებში.
3. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტზე დართული მასალები უნდა შეიცავდეს, რესპუბლიკური ბიუჯეტის საბოლოო შედეგის პროგნოზებს, საშუალოვადიან მაკროეკონომიკური პროგნოზის განახლებულ ვერსიასთან და საშუალოვადიან ფისკალურ პროგნოზებთან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი წარდგენა საჭირო არ არის ცვლილებების შინაარსიდან გამომდინარე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ · რედაქცია 12.06.2023
მუხლი 32. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანა
თავი II — ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სისტემის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 123. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში
- მუხლი 101. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში
- მუხლი 40. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა
- მუხლი 103. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა
- მუხლი 10. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდ
- მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 25. მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა
- მუხლი 26. საბიუჯეტო განაცხადის განხილვა და რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება
- მუხლი 27. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განსაკუთრებული დაფინანსების წესი
- მუხლი 28. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენა
- მუხლი 30. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება
- მუხლი 31. ასიგნებები რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიუღებლობის შემთხვევაში
- მუხლი 33. სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საბიუჯეტო პარამეტრებთან
- მუხლი 34. რესპუბლიკური ბიუჯეტის განწერა
- მუხლი 35. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა
- მუხლი 36. სესხის აღებისა და გაცემის უფლება
- მუხლი 37. შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების წესი
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“, მუხლი 32, №78-IIს, 12.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 190040000.30.056.016109 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5828443/muxli-32/