აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კ ა ნ ო ნ ი |
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სამეწარმეო იურიდიულ პირებზე, ასევე – წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი არიან რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციები.
ა) ყოვლისმომცველობა – რესპუბლიკური ბიუჯეტის ყველა შემოსულობის, გადასახდელისა და ნაშთის ცვლილების სრულყოფილი ასახვა რესპუბლიკურ ბიუჯეტში;
ბ) გამჭვირვალობა – რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის უმაღლეს საბჭოში განხილვის პროცედურების საჯაროობა საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის; დამტკიცებული რესპუბლიკური ბიუჯეტისა და მისი შესრულების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება; რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის;
გ) ანგარიშვალდებულება – საბიუჯეტო პროცესის ყველა მონაწილის პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ წარდგენილ ინფორმაციაზე;
დ) დამოუკიდებლობა – რესპუბლიკური ბიუჯეტის დამოუკიდებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს საკუთარი შემოსულობები და ნაშთი, აგრეთვე საკუთარი გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) ერთიანობა – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების საერთო საფუძვლით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციით, აღრიცხვის ერთიანი სისტემით, სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ერთიანი პრინციპებით ხელმძღვანელობა;
ვ) უნივერსალობა – რესპუბლიკური ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთანავე, არცერთი შემოსულობა, გარდა დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობებისა, არ უნდა იქნეს მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსულობების შენარჩუნება თავისი მიზნებისათვის დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საბიუჯეტო ორგანიზაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
ზ) კონსოლიდირება – რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა, გადასახდელების გადახდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშების მართვა სახელმწიფო ხაზინის მიერ და მათი განთავსება საქართველოს ეროვნულ ბანკში ან/და სხვა საბანკო დაწესებულებებში.
ა) ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება – ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტი – საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ამ კანონის მიზნებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია/დაფუძნებულია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი;
დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ;
ე) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;
ვ) ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტის და მის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი არ ექვემდებარება ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;
ზ) ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტი – რესპუბლიკური ბიუჯეტის და ამ მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტი არ ექვემდებარება ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;
თ) წლიური ბიუჯეტი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესაბამისი საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ბიუჯეტი;
ი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ორგანოების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;
კ) გადახდაზე ვალდებულების აღება – საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში განსახორციელებელ გადახდებზე, სახელმწიფო ხაზინაში დადგენილი წესით ვალდებულების რეგისტრაცია;
ლ) შემოსულობებიდან რესპუბლიკურ ბიუჯეტში განაწილების პროცენტული მაჩვენებლები – საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობებით დადგენილი წესით შემოსულობების წილი რესპუბლიკურ ბიუჯეტში, პროცენტებში. კანონმდებლობით ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და მის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის შემოსულობების განაწილება, საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტებიდან გრანტების მიღება ან გადმოცემა;
მ) დამტკიცებული ბიუჯეტი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული რესპუბლიკური ბიუჯეტი;
ნ) დაზუსტებული ბიუჯეტი – ამ კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე კორექტირებული ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი;
ო) ასიგნება – საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში გადახდის განხორციელების უფლებამოსილება;
პ) ბიუჯეტის განწერა – ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ყოველთვიურად ან/და ყოველკვარტალურად განაწილება საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციისა) მიხედვით;
ჟ) მიზნობრივი ტრანსფერი – დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით მიღებული სახსრები;
რ) სპეციალური ტრანსფერი – სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება;
ს) კაპიტალური ტრანსფერი – კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან;
ტ) მხარჯავი დაწესებულება – ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში პირველი თანრიგით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაცია;
უ) საბიუჯეტო ორგანიზაცია – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია;
ფ) ნაშთი – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრები;
ქ) თავისუფალი ნაშთი – ნაშთის ის ნაწილი, რომელიც არ არის გათვალისწინებული რაიმე მიზნებისათვის;
ღ) ნაშთის ცვლილება – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრების გამოყენება ან დაგროვება;
ყ) ფულადი სახსრები – ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე ამ მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფულადი სახსრები და დეპოზიტები ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში, რომლებიც განთავსებულია სახელმწიფო ხაზინის სხვა ანგარიშებსა და კომერციულ ბანკებში არსებულ ანგარიშებზე;
შ) გრანტი – არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის;
ჩ) რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივები, ფინანსური აქტივები და ვალდებულებები – საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული აქტივები და ვალდებულებები;
ც) რესპუბლიკური ბიუჯეტის პროფიციტი და დეფიციტი – რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, ხოლო საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობა არის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო. დადებითი მთლიანი სალდო არის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროფიციტი, ხოლო უარყოფითი მთლიანი სალდო არის რესპუბლიკური ბიუჯეტის დეფიციტი;
ძ) საბიუჯეტო უფლებამოსილება – ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა ამ კანონით რეგლამენტირებული უფლებამოსილებანი;
წ) ფინანსური ვალდებულების აღება – საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მომავალში ბიუჯეტიდან თანხის გაცემაზე ვალდებულების აღება;
ჭ) პრიორიტეტი − რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ძირითადი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები/საბიუჯეტო ორგანიზაციები ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს. პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია ასევე გათვალისწინებულ იქნეს სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებები;
ხ) პროგრამა − ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც დაჯგუფებულია მსგავსი შინაარსის მიხედვით, ხორციელდება ერთი საბოლოო შედეგის მისაღწევად და რომელთა განხორციელებისათვის პასუხისმგებელია ერთი მხარჯავი დაწესებულება;
ჯ) ქვეპროგრამა – მხარჯავი დაწესებულების პროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობა.
2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვასა და დამტკიცებაზე და რესპუბლიკური ბიუჯეტის კონტროლზე უფლებამოსილია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
3. ავტონომიური რესპუბლიკის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება აღირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის მეშვეობით, მათი წარმოშობის წყაროს მიუხედავად, გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.
4. ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი, ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური და ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტების სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებაზე პასუხისმგებელია ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
5. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას.
6. ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო.
7. ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტის პროექტის განხილვასა და დამტკიცებაზე და ბიუჯეტის კონტროლზე უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო.
8. ამ კანონის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული რეგულაციები, მათ შორის, შემდეგ ღონისძიებებთან დაკავშირებული დებულებები:
ა) სესხის აღება და თავდებობა;
ბ) ბიუჯეტის, სახელფასო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
გ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება და ბალანსის წარმოება.
9. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში, მათ შორის, შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებით, შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ითვლება ამ წყაროდან მიღებულ სახსრებად ეკონომიკურ საქმიანობაში ან/და საოჯახო მეურნეობებში გადასვლამდე, განურჩევლად მათი საბოლოო განმკარგავი იურიდიული პირის სტატუსისა.
10. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები:
ა) უფლებამოსილი არიან, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით გახსნან მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგარიშები კომერციულ ბანკებში. დაუშვებელია, მიმდინარე ანგარიშზე ანგარიშის მფლობელმა განახორციელოს სხვა ოპერაციები, გარდა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი ანგარიშიდან სახსრების გადატანისა, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე სახსრების დაბრუნებისა, სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის გადატანისა და სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის დაბრუნებისა. ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები აგრეთვე უფლებამოსილი არიან, ამ ანგარიშებზე არსებული სახსრები გამოიყენონ საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველყოფის საგნად ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის;
ბ) უფლებამოსილი არიან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით გახსნან ანგარიში კომერციულ ბანკში მათ განკარგულებაში დროებით არსებული სახსრების ან/და იმ სახსრების განთავსების მიზნით, რომლებიც შემოსავლად აღიარებამდე საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მიიმართოს რესპუბლიკურ ბიუჯეტში ან ანგარიშის მფლობელის სახელმწიფო ხაზინაში არსებულ ანგარიშზე ან გადამხდელს დაუბრუნდეს. ამ ანგარიშზე პროცენტების სახით დარიცხული თანხა ეკუთვნის ანგარიშის მფლობელს და დარიცხვისთანავე მიიმართება სახელმწიფო ხაზინაში არსებულ მის ანგარიშზე.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიების ამოქმედების შედეგად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მესამე პირის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშებიდან ჩამოჭრილ თანხებს სახელმწიფო ხაზინა აღრიცხავს და ანგარიშგებაში ასახავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
12. ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებზე შეიძლება გავრცელდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი, თუ ეს გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.
13. ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ანგარიშები გახსნილია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშების მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ შესაბამის იურიდიულ პირს. დაუშვებელია ამ იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში, მათ ანგარიშებზე არსებული სახსრების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელი გადახდების შეზღუდვა.
14. საბიუჯეტო პროცესში გამოიყენება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის შესაბამისი მოდულები.
2. პროგრამული ბიუჯეტი მოიცავს ინფორმაციას პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ, ასევე ინფორმაციას კაპიტალური პროექტების შესახებ.
3. პროგრამული ბიუჯეტის შედგენისათვის გამოიყენება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
ა) შემოსავლები;
ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები);
გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები, ნაშთის გამოყენების გარდა);
დ) ვალდებულებები (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები).
ა) ხარჯები;
ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისათვის მიმართული სახსრები);
გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებისათვის მიმართული სახსრები, ნაშთის დაგროვების გარდა);
დ) ვალდებულებები (ვალდებულებების ძირითადი ნაწილის დაფარვისათვის მიმართული სახსრები).
2. პროგრამებში ცვლილებები ხორციელდება ამ კანონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
ა) ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;
ბ) რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს;
გ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს;
დ) მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემ ტრანსფერებს;
ე) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს.
2. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების სხვა კატეგორიები შესაძლებელია განისაზღვროს წლიური ბიუჯეტით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ფონდების გარდა, სხვა საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების განმკარგავი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.
2. სარეზერვო ფონდიდან თანხებს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საფინანსო ორგანო.
სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი
2. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.
2. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხებს, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოყოფს საფინანსო ორგანო.
3. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.
4. თუ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საფინანსო ორგანოს წარდგინებით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.
2. მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის შესაძლებელია განხორციელდეს თანხების გადანაწილება ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
3. მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა სარეზერვო ფონდიდან, ასევე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებისა.
4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.
5. ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
6. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
7. ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო განსაზღვრავს ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების (არასაბიუჯეტო სახსრების) ნაწილში.
8. მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებებისა და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შესაძლებელია გადანაწილდეს საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებზე, თუ გადანაწილებული თანხები არ გადააჭარბებს საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების 2%-ს. აღნიშნული გადანაწილების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უნდა აცნობოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
9. ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ღონისძიებებში ცვლილებები (მათ შორის ახალი ღონისძიების დამატება) შესაძლებელია განხორციელდეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის მთლიანი ასიგნების 5 %-ისა.
2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება ხდება დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს დასაგეგმის შემდგომი საბიუჯეტო წლების შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზი.
3. შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების დადგენის საფუძველზე მზადდება დასაბუთება როგორც საბიუჯეტო გადასახდელების, ისე შემოსულობების ცალკეული სახეების გასაანგარიშებლად. ამასთან, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების ფორმირება წარმოებს შემოსულობების პროგნოზის გათვალისწინებით.
2. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენას კოორდინაციას უწევს ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
3. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ყოველი წლის 1 მარტამდე, გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
4. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ყოველი წლის 15 ივნისამდე წარუდგენს მას ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ინფორმაციაზე დასკვნას, არაუგვიანეს 30 ივნისისა, უგზავნის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.
5. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის გასული საბიუჯეტო წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს;
გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის:
გ.ა) ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრულ ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტებს;
გ.ბ) რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს;
გ.გ) აგრეგირებულ მაჩვენებლებს რესპუბლიკური ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ;
დ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის დასაქმებულთა საორიენტაციო ზღვრულ რიცხოვნობას მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით;
ე) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.
6. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, არაუგვიანეს 25 ივლისისა, იწონებს ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა).
7. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტები ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგენენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებს აცნობებს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე, ხოლო ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ – არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა.
3. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა, საჭიროების შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრისათვის მონაცემებს.
2. საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული პარამეტრების გათვალისწინებით, ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების პროგრამების გაანგარიშებებს, მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს.
3. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოებს შორის მზადდება ხელშეკრულების პროექტი დელეგირებულ უფლებამოსილებათა გადაცემის თაობაზე.
4. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ფორმდება უფლებამოსილებათა დელეგირების ხელშეკრულებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მიმართოს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. მიმართვაში აღინიშნება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.
3. ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისათვის სპეციალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მიმართოს ფინანსური დახმარების სახით კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.
3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურით.
2. მხარჯავი დაწესებულებების მიერ ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილი ინფორმაცია დასაგეგმი წლების ბიუჯეტების შესახებ უნდა შეესაბამებოდეს ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს.
3. საბიუჯეტო განაცხადს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარადგენენ ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ან მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.
ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის:
ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით;
ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;
ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის დამტკიცებულ და საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას;
ა.დ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ;
ა.ე) ინფორმაციას ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ;
ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებს;
გ) ინფორმაციას კაპიტალური პროექტების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ კანონით საბიუჯეტო განაცხადის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ვადაში წარადგენენ ამ კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.
3. მხარჯავი დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის „გ.გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია, მხოლოდ საბიუჯეტო განაცხადით გათვალისწინებული ფორმით.
4. თუ საბიუჯეტო განაცხადში ასახული ინფორმაცია განსხვავებული იქნება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის „გ.ბ“, „გ.გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისაგან, მხარჯავმა დაწესებულებამ, საბიუჯეტო განაცხადთან ერთად, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ განსხვავების მიზეზების შესახებ.
5. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ასახვას რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
2. მხარჯავ დაწესებულებებსა და ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის შეუთანხმებელ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
3. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტსა და პრიორიტეტების დოკუმენტს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგენს არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა.
4. ავტონომიური რესპუბლიკის დარგობრივი სამინისტროები და უწყებები რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში თანამშრომლობენ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენენ თავიანთ მოსაზრებებს.
2. რესპუბლიკურ ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება, მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით – დადგენილებით.
2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარედგინება ბიუჯეტის პროექტის შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი.
3. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;
ბ) რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით:
ბ.ა) ხარჯები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები;
ბ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა;
ბ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა;
ბ.დ) ვალდებულებების კლება;
გ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით;
დ) რესპუბლიკური ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;
ე) რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;
ვ) სარეზერვო ფონდის მოცულობას;
ზ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს;
თ) პრიორიტეტებს, რომელთა ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს, მათ აღწერას და მიზნებს.
4. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს:
ა) რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზების შესახებ;
ბ) მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს;
დ) დამატებით ინფორმაციას ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ;
ე) ინფორმაციას ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის.
7. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით და ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს უმაღლეს საბჭოში წარდგენისთანავე.
8. რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა, მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ მტკიცდება უმაღლესი საბჭოს მიერ.
9. ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, ამტკიცებს ახალი საბიუჯეტო წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს.
3. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონი ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.
4.რესპუბლიკური ბიუჯეტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 20 დღისა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს.
5. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს, არანაკლებ, ამ კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
2. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის განსახილველი პროექტი, რომელიც გავლენას ახდენს რესპუბლიკური ბიუჯეტის დამტკიცებული შემოსულობებისა ან/და გადასახდელების პროგნოზზე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ახლავს კანონის პროექტი რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე, გარდა ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული კანონის პროექტი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული კანონის პროექტი – ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებული რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ფარგლებში.
3. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტზე დართული მასალები უნდა შეიცავდეს, რესპუბლიკური ბიუჯეტის საბოლოო შედეგის პროგნოზებს, საშუალოვადიან მაკროეკონომიკური პროგნოზის განახლებულ ვერსიასთან და საშუალოვადიან ფისკალურ პროგნოზებთან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი წარდგენა საჭირო არ არის ცვლილებების შინაარსიდან გამომდინარე.
2. ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას ან ამცირებს მის შემოსავლებს, წლის განმავლობაში კომპენსირებული უნდა იქნეს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.
2. საფინანსო ორგანო, მხარჯავ დაწესებულებებთან ერთად, იხილავს წარმოდგენილ ინფორმაციას და არსებული რესურსების გათვალისწინებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის შესახებ.
3. რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას, ასიგნებების დაფინანსების მიზნით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენისას, მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ასევე წარადგენენ ინფორმაციას მათი და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლების (გარდა საბიუჯეტო შემოსავლებისა) და ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების თაობაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოსათვის წარდგენილ, ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში ასევე წარადგენენ ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.
2. საბიუჯეტო ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებაზე და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემოსულობების მობილიზებაზე.
3. რესპუბლიკური ბიუჯეტის, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ყველა შემოსულობა დაუყოვნებლივ მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში.
4. რესპუბლიკური ბიუჯეტი სრულდება შემოსულობებისა და გადასახდელების ცალკეული სახეობის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის მიხედვით.
5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელი უწყებები უზრუნველყოფენ ბიუჯეტში მისამართი შემოსულობების სრულად და დროულად მობილიზებას.
6. რესპუბლიკური ბიუჯეტის, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები სრულდება საკასო მეთოდით. მიმდინარე რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების გაცემის უფლებამოსილება წყდება საბიუჯეტო წლის 31 დეკემბერს 24 საათზე.
7. დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ზევით გადახდაზე ვალდებულების აღება დაუშვებელია.
8. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადახდაზე ვალდებულების აღებისა და გადახდის განხორციელების უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოცემული წესებით.
9. ასიგნებების ზევით ფინანსური ვალდებულების აღება დაუშვებელია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და მრავალწლიანი შესყიდვებით ნაკისრი ვალდებულებებისა. მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება შესაძლებელია მხოლოდ საშუალოვადიანი გეგმით მხარჯავი დაწესებულებისათვის/პრიორიტეტისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ზღვრული მოცულობების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად საჭირო სახსრები მხარჯავმა დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტში. აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შესაძლებელია საშუალოვადიანი გეგმით გათვალისწინებული პარამეტრებისაგან განსხვავებული მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება.
10. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გააკონტროლოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით.
11. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგი, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებისათვის გადაცემული ფინანსური დახმარების ხარჯვაზე.
2. საბიუჯეტო სახსრები შეიძლება მიიმართოს დასაქმებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით შეიძლება გაიცეს სესხები კონკურსის წესით, რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობის არაუმეტეს 2%-ის ფარგლებში.
3. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სესხი გაიცემა მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ან ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
5. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სესხის გაცემისათვის გამოიყენება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემის ანალოგიური ნორმები, გათვალისწინებული საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით.
2. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, დაადგინოს რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხული შემოსულობების რესპუბლიკის სხვა დონის ბიუჯეტებში განაწილების წესი.
3. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების განაწილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა დონის ბიუჯეტებს შორის განისაზღვრება ამ კანონის დანართის შესაბამისად.
4. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საქმიანობის განხორციელებისას, კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/საურავები და სხვა შემოსულობები მიიმართება რესპუბლიკურ ბიუჯეტში. რესპუბლიკურ ბიუჯეტში მიიმართება ასევე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დონორისგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/ საურავები, თუ დონორთან გაფორმებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგებიდან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადასარიცხი დივიდენდები, მთლიანად მიიმართება რესპუბლიკურ ბიუჯეტში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომისიას უფლება აქვს განიხილოს საკითხი ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წმინდა მოგებიდან საწარმოსათვის დატოვების შესახებ.
4. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, გამოყენების და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებულად მიმართვის შესახებ.
5. ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს, რომლის აქციები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიში გახსნილია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.
3. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აღრიცხავს თითოეული მხარჯავი დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეულ გადასახდელებს, რაც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. იგი ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს.
4. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებები ამზადებენ კვარტალურ ანგარიშებსა და ანგარიშგებებს.
5. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით.
ა) შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან, ძირითადი განსხვავებების განმარტებებს;
ბ) ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის თაობაზე.
2. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს.
3. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;
ბ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;
გ) ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;
დ) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს;
ე) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 15%-ს;
ვ) ინფორმაციას სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახსრების გამოყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამების/ ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს;.
თ) ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მაჩვენებლებს.
4. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იღებს გადაწყვეტილებას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში განიხილება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად.
ა) ამ კანონის ამოქმედებამდე, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2010 წლის 1აპრილის კანონის (გაზეთი „აჭარა“, №38, 08-12.04.2010) საფუძველზე მიღებული/გამოცემული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;
ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ახალი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა.
ბათუმი, 12 ივნისი 2023 წ. N78-IIს
|
|