1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლების ორგანოებზე, აგრეთვე მათ მიერ შექმნილ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2.   ამ   კანონის   მოქმედება   არ   ვრცელდება   სამეწარმეო   იურიდიულ   პირებზე,  ასევე – წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი არიან  რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციები