1. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები არის, წლიურ ბიუჯეტში პირველი თანრიგის კოდით გათვალისწინებული ასიგნება, რომელიც ცალკეულ კოდებად მოიცავს:

ა) ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;

ბ) რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს;

გ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს;

დ) მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემ ტრანსფერებს;

ე) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს.

2. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების სხვა კატეგორიები შესაძლებელია განისაზღვროს წლიური ბიუჯეტით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ფონდების გარდა, სხვა საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების განმკარგავი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტი