1. უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს (შემდგომში – ადრესატები).
2. შეკითხვა უნდა იყოს წერილობითი, მისი შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს.
3. შეკითხვის ტექსტი ბარდება უმაღლესი საბჭოს აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და გადასცემს ადრესატს არაუგვიანეს 1 დღისა.
4. უმაღლესი საბჭოს ფრაქციის, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციანი ჯგუფის მიერ ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვის ადრესატი ვალდებულია პირადად უპასუხოს დასმულ შეკითხვას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას. პასუხს ხელს აწერს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან მთავრობის შესაბამისი წევრი.
5. ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი უმაღლეს საბჭოში წარსდგება, როგორც წესი, ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში პლენარული სხდომის დღეს და უპასუხებს იმ შეკითხვებს, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.
6. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს შეკითხვა. ამ შემთხვევაში ადრესატი უმაღლესი საბჭოს წინაშე აღარ წარსდგება.
7. ინტერპელაციის წესით დასმულ ყველა შეკითხვას უნდა უპასუხონ ადრესატებმა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ დღეს. შეკითხვების რაოდენობის გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭოს ბიურო პროპორციულად ამცირებს ამ მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ დროებს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეკითხვაზე ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა პროცედურის გავლა.
8. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 10 წუთი, ხოლო შემდეგ, შეკითხვის ადრესატს – 20 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 10 წუთით.
9. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, დამაზუსტებელი კითხვით ადრესატს მიმართოს ერთხელ, არაუმეტეს 3 წუთით. პასუხის დაზუსტებისათვის ადრესატს განესაზღვრება 10 წუთი.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ იმართება დებატები შემდეგი წესით: თითოეულ ფრაქციას და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ეძლევა თითოეულს არაუმეტეს 15 წუთი. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები, რიგითობის მიხედვით, რომელსაც განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე ფრაქციების მიმართვის საფუძველზე. შემდეგ გამოდიან უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს ფრაქციიდან გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. დებატების შემდეგ შეკითხვის ადრესატს ეძლევა 20 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.
11. დებატებისა და ადრესატის დასკვნითი გამოსვლის დასრულების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 127. ინტერპელაცია
თავი XIV — უმაღლესი საბჭოს მიერ კონტროლის განხორციელება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 108. ინტერპელაცია
- მუხლი 149. ინტერპელაცია
- მუხლი 35. 1. უმაღლესი საბჭოს ფრაქციის, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციანი ჯგუფის მიერ ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვის ადრესატი ვალდებულია პირადად უპასუხოს დასმულ შეკითხვას უმაღლესი საბჭოს პლენარუ
- მუხლი 122. ინტერპელაცია
- მუხლი 122. ინტერპელაცია
- მუხლი 34. 1. უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს ადრესატს. ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვის ადრესატი ვალდებულია პი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 121. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა
- მუხლი 122. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება
- მუხლი 123. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში
- მუხლი 124. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე
- მუხლი 125. უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციები
- მუხლი 126. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა
- მუხლი 128. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ
- მუხლი 129. თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
- მუხლი 130. მინისტრის საათი
- მუხლი 131. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
- მუხლი 1311. თემატური მოკვლევა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 127, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-127/