1. საკრებულოს ფრაქციას ან საკრებულოს კომისიას უფლება აქვს ინტერპელაციის წესით დააყენოს საკითხი მერის, მერიის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამდებობის პირის წინაშე.

2. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა შეეხებოდეს მერის, მერიის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამდებობის პირის მიერ შესაბამის დარგში გატარებული პოლიტიკის კონკრეტულ ან ზოგად საკითხებს.

3 ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი ზუსტად და ლაკონიურად უნდა იყოს ჩამოყალიბებული. მას შეიძლება ერთვოდეს დასაბუთებაც.

4. ინტერპელაციის წესით დასმული წერილობითი შეკითხვა ჩაბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და არაუგვიანეს მე-2 დღისა უგზავნის შესაბამის ადრესატს.

5. მერი, მერიის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამდებობის პირი ინტერპელაციის წესით გაგზავნილ შეკითხვაზე წერილობით პასუხს საკრებულოს უგზავნის მისი მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

6. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს ბიუროზე ადგენს საკითხის განხილვის ვადას. საკითხი შეიტანება საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში საკითხის დასმიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში.

7. ინტერპელაციის წესით დასმულ საკითხზე ფრაქცია ან შესაბამისი კომისია გამოყოფს მომხსენებელს, რომელსაც მიეცემა 15 წუთი განხილვის დაწყებისას, ხოლო თანამდებობის პირის პასუხის შემდეგ – 20 წუთი.

8. ფრაქციის ან შესაბამისი კომისიის მოთხოვნით მოცემულ საკითხზე შეიძლება გაიმართოს დებატები.

9. ინტერპელაციის წესით დაყენებულ საკითხზე საკრებულოს სხდომა იღებს შესაბამის გადაწყვეტილება