1. კონტროლი საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე იწყება ამ გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის დღიდან.
2. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლის მიზანია მათი შესრულების მდგომარეობისა და ეფექტიანობის შესწავლა და გაანალიზება, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების, სამართლებრივი აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების იდენტიფიცირება, აგრეთვე მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების განხილვა.
3. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი ხორციელდება საკრებულოს კომისიათა მიერ, რომლებიც თვალყურს ადევნებენ საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების აღსრულების მდგომარეობას მათ მიკუთვნებულ დარგობრივ სფეროებში.
4. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლის მიზნით, კომისია უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტები, რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვიოს თანამდებობის პირები კომისიის სხდომაზე, მოისმინოს მათი განმარტებები და ანგარიშები. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი ვალდებულია კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
5. კომისია მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომისიის რეკომენდაცია შეიძლება საკრებულოს წარედგინოს ან რეაგირებისთვის გადაეგზავნოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ვალდებულია მიღებულ რეკომენდაციებზე მიღებული ზომები არაუგვიანეს 1 თვისა ან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში აცნობოს კომისიას.
6. კომისია საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლის განხორციელების თაობაზე შეიმუშავებს ანგარიშს, რომელშიც მიეთითება შესაბამისი გადაწყვეტილების შინაარსი, აღმასრულებელი უწყების მოვალეობები, კონტროლის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები, გამოვლენილი ხარვეზები, შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები.
7. კომისიის წარდგინებით, საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს კომისიის ანგარიში საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტ(ებ)ის აღსრულების შესახე