1. მერი საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.

2. მერი წლიურ ანგარიშს საკრებულოში წარადგენს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, ხოლო საკრებულოს მორიგი არჩევნების წელს – შესაბამისი წლის 1 ოქტომბრამდე.

3. მერის ანგარიში საკრებულოს სხდომაზე მოსმენამდე 7 დღის ადრე წინასწარ ეგზავნება ფრაქციებსა და საკრებულოს უფრაქციო წევრებს.

4. მერის მიერ ანგარიშის წარდგენიდან არაუადრეს 7 დღისა საკრებულოს ბიუროს ანგარიში შეაქვს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში.

5. მერის ანგარიშის მოსმენის შემდეგ შეკითხვებისათვის საკრებულოს თითოეულ წევრს ეძლევა 3 წუთი. კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, თითოეულ ფრაქციას შეფასებებისთვის ეძლევა – 15 წუთი, ხოლო საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში – 5 წუთი.

6. ფრაქცია მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. გამომსვლელთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე.

7. საკრებულოს წევრების შეფასებების დასრულების შემდგომ მერი წარმოთქვამს შემაჯამებელ სიტყვას.

8. განხილვის შემდეგ საკრებულო იღებს განკარგულებას, რომელშიც აფასებს ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს რეკომენდაციებს.

9. მერი საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს. რიგგარეშე ანგარიშის განხილვაზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებ