1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს წერილობითი ან ზეპირი შეკითხვით მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ თანამდებობის პირს.

2. შეკითხვის წესით შესაბამის თანამდებობის პირთაგან მოითხოვება ინფორმაცია კონკრეტულად განსაზღვრული საკითხის შესახებ.

3. ზეპირი შეკითხვა დაიშვება საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ან საკრებულოს სათათბირო ორგანოების სხდომებზე.

4. წერილობითი შეკითხვის ტექსტს საკრებულოს წევრი აბარებს საკრებულოს აპარატს. შეკითხვას შეიძლება ახლდეს დასაბუთება. შეკითხვის დასმასთან ერთად შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გარკვეული დოკუმენტების გამოთხოვაც.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ზეპირ შეკითხვაზე შესაბამისი თანამდებობის პირის ან ორგანოს მიერ ზეპირი ან წერილობითი პასუხი უნდა გაიცეს შესაბამისი ორგანოს სხდომაზე, რაც აისახება შესაბამისი სხდომის ოქმში.

6. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული არიან, 1 კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის შეკითხვას. კითხვის ავტორთან შეთანხმებით შეკითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით.

7. საკრებულოს შესაბამისი კომისია კალენდარული წლის 6 თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის საკრებულოს წევრის შეკითხვაზე რეაგირების საკითხს. კომისია საკრებულოს წევრის წერილობით შეკითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს და აქვეყნებს საკრებულოს ვებგვერდზე. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგშ