1. საკრებულოს კომისიები დარგების მიხედვით აკონტროლებენ მერიის შესაბამისი სამსახურების საქმიანობას, პერიოდულად ისმენენ შესაბამისი სამსახურების ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, შეიმუშავებენ სათანადო რეკომენდაციებს და დასკვნებს და წარუდგენენ საკრებულოს ბიუროს.

2. მერიის სამსახური საკრებულოს შესაბამისი კომისიის მოთხოვნის საფუძველზე წარადგენს ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ.

3. კომისიის წარდგინებით, საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს მერიის შესაბამისი სამსახურის ანგარიშის მოსმენის საკითხი.

4. საკრებულო სხდომაზე აფასებს სამსახურის საქმიანობას და იღებს რეკომენდაციას სამსახურის საქმიანობის თაობაზე.

5. მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი ვალდებულია კვარტალში ერთხელ, საკრებულოს ბიუროს და ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომას წარუდგინოს ანგარიში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახე