1. თუ მერის, მერიის თანამდებობის პირის ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სხვა უფლებამოსილი მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ამ სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შესახებ.

2. სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების ინიციატორი შეიძლება იყოს კომისია ან ფრაქცია. გასაჩივრების საკითხი საკრებულოს დღის წესრიგში შეიტანება რიგგარეშედ.

3. საკრებულო სხდომაზე საკითხის განხილვისას მოსმენილი უნდა იქნეს შესაბამისად მერის, მერიის თანამდებობის პირის თუ აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი მოხელის არგუმენტები.

4. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი.
თავი XVIII
მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელება