1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია საკრებულოს შესაბამის კომისიას ყოველწლიურად წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში (წერილობით).

2. შესაბამისი კომისიები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას, რომელსაც წარუდგენს ბიუროს.

3. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგარიში განიხილება საკრებულოს სხდომაზე. საკრებულო აფასებს კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციას.

4. კომისიის ან/და ბიუროს მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს საქმიანობის რიგგარეშე ანგარიში.

5. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია საკრებულოს კომისიასა და საკრებულოს ბიუროს დამატებით წარუდგინოს იურიდიული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვი