1. საკრებულო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე, მერიის საქმიანობაზე, მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმებია:
ა) საკრებულოს წევრის მიერ კითხვის დასმა და ინტერპელაცია;
ბ) ინფორმაციის გამოთხოვა;
გ) საკრებულოსადმი ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების ანგარიშების მოსმენა;
დ) დამოუკიდებელი აუდიტი