1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს მოთხოვნისთანავე მოუსმენს უმაღლესი საბჭო.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირი ვალდებულია უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვამდე არაუგვიანეს 3 დღისა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები, რომლებზედაც მას სურს უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მიმართვის დაუყოვნებლივ გაგზავნას ფრაქციებისათვის, ასევე უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატებისათვის.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვისას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. იგი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გააგრძელოს სხდომის თავმჯდომარემ 10 წუთით.
4. თანამდებობის პირის მიმართვის დასრულების შემდეგ, თანამდებობის პირის გამოსვლა განიხილება რეგლამენტით დადგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესის შესაბამისა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 131. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
თავი XIV — უმაღლესი საბჭოს მიერ კონტროლის განხორციელება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 113. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
- მუხლი 153. საქართველოს მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
- მუხლი 106. კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა
- მუხლი 107. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა
- მუხლი 109. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა
- მუხლი 112. კანონპროექტის წინა მოსმენაზე დაბრუნება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 125. უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციები
- მუხლი 126. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა
- მუხლი 127. ინტერპელაცია
- მუხლი 128. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ
- მუხლი 129. თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
- მუხლი 130. მინისტრის საათი
- მუხლი 1311. თემატური მოკვლევა
- მუხლი 132. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცება
- მუხლი 133. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება
- მუხლი 134. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა
- მუხლი 135. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 131, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-131/