1. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე წარადგენს სამოქმედო გეგმას.
2. უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და ფრაქციები, უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადებში განიხილავენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ უმაღლესი საბჭოს ბიუროს.
3. უმაღლესი საბჭოს ბიუროს, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხი შეაქვს პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
4. უმაღლესი საბჭო, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
6. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის წარდგენა ემთხვევა უმაღლესი საბჭოს არდადეგებს ან იმ პერიოდს, როდესაც პლენარული სხდომები არ იმართება, რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვევა რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა.
7. თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის იგივე ან სხვა შემადგენლობას, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში. აღნიშნულ შემთხვევაში მთავრობის დამტკიცების პროცედურები მიმდინარეობს ამ მუხლის შესაბამისად.
8. თუ უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით დაითხოვს უმაღლეს საბჭოს და დანიშნავს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 132. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცება
თავი XIV — უმაღლესი საბჭოს მიერ კონტროლის განხორციელება
მთავარი მონაცემები
- ვადა 2 კვირის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 127. ინტერპელაცია
- მუხლი 128. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ
- მუხლი 129. თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
- მუხლი 130. მინისტრის საათი
- მუხლი 131. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
- მუხლი 1311. თემატური მოკვლევა
- მუხლი 133. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება
- მუხლი 134. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა
- მუხლი 135. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
- მუხლი 136. უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა
- მუხლი 138. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის ფორმირება
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 132, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-132/