1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ. ანგარიში უმაღლეს საბჭოში წარმოდგენისთანავე უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს. ანგარიში ასევე ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
2. მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენის ზუსტ დროს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს ბიურო მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
3. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მთავრობის საქმიანობის შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის წარმოდგენის დასრულების შემდეგ, მისი განხილვა გრძელდება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად. განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია, რეკომენდაცია ან სხვა დადგენილებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 128. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ
თავი XIV — უმაღლესი საბჭოს მიერ კონტროლის განხორციელება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 122. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება
- მუხლი 123. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში
- მუხლი 124. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე
- მუხლი 125. უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციები
- მუხლი 126. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა
- მუხლი 127. ინტერპელაცია
- მუხლი 129. თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
- მუხლი 130. მინისტრის საათი
- მუხლი 131. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
- მუხლი 1311. თემატური მოკვლევა
- მუხლი 132. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცება
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 128, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-128/