1. უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.
2. კითხვა უნდა იყოს წერილობითი. კითხვის შინაარსი უნდა შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს.
3. კითხვა ბარდება უმაღლესი საბჭოს აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და დაუყოვნებლივ აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. კითხვას უმაღლესი საბჭოს აპარატი ადრესატს გადასცემს არაუგვიანეს 1 დღისა.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანამდებობის პირი, ორგანო და ამ ორგანოს ხელმძღვანელი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. შესაბამის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან მთავრობის შესაბამისი წევრი.
5. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს კითხვა.
6. კითხვაზე პასუხი უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ გადაეცემა კითხვის ავტორს და ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა. კითხვაზე პასუხისთვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში, მისი გამოქვეყნებისას, აღინიშნება ასეთი გადაცილების თაობაზ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 126. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა
თავი XIV — უმაღლესი საბჭოს მიერ კონტროლის განხორციელება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 107. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა
- მუხლი 148. პარლამენტის წევრის კითხვა
- მუხლი 34. 1. მთავრობა, მთავრობის წევრი ვალდებულია უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე გასცეს დროული და სრული პასუხი. წერილობითი პასუხი გაცემული უნდა იქნეს კითხვის მიღებიდან 15 დღეში. შესაბამის პირს კითხვის ავტორთან
- მუხლი 33. 1. მთავრობა, მთავრობის წევრი (შემდგომში – ადრესატი) ვალდებულია უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე გასცეს დროული და სრული პასუხი. წერილობითი პასუხი გაცემული უნდა იქნეს კითხვის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღი
- მუხლი 15. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა და ინტერპელაცია
- მუხლი 7. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა და ინტერპელაცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 120. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება
- მუხლი 121. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა
- მუხლი 122. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება
- მუხლი 123. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში
- მუხლი 124. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე
- მუხლი 125. უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციები
- მუხლი 127. ინტერპელაცია
- მუხლი 128. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ
- მუხლი 129. თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
- მუხლი 130. მინისტრის საათი
- მუხლი 131. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 126, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-126/