1. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით დადგენილი წესით უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.
2. მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
3. უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე წარედგინება ბიუროს. ბიურო უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიერ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნის თაობაზე ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით აღნიშნულ მოთხოვნას გადასცემს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც 5 დღის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას წარუდგენს ბიუროს. დადებითი დასკვნის შემთხვევაში ბიუროს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე შეაქვს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებასთან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადები ემთხვევა უმაღლესი საბჭოს არდადეგებს ან აღნიშნულ პერიოდში არ ესწრება პლენარული სხდომა, დადგენილი წესით მოიწვევა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა.
4. უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 21 დღისა უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობას უცხადებს მთავრობას.
5. თუ უმაღლესი საბჭო უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 133. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება
თავი XIV — უმაღლესი საბჭოს მიერ კონტროლის განხორციელება
მთავარი მონაცემები
- ვადა 5 დღის ვადაში
- ვადა 6 თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 24. უნდობლობის გამოცხადება
- მუხლი 5. 1. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას
- მუხლი 179. საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება
- მუხლი 57. უნდობლობის გამოცხადება
- მუხლი 100. გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადების წესი
- მუხლი 105. გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადების წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 128. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ
- მუხლი 129. თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
- მუხლი 130. მინისტრის საათი
- მუხლი 131. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
- მუხლი 1311. თემატური მოკვლევა
- მუხლი 132. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცება
- მუხლი 134. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა
- მუხლი 135. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
- მუხლი 136. უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა
- მუხლი 138. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის ფორმირება
- მუხლი 139. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 133, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-133/