1. უმაღლეს საბჭოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით უფლება აქვს კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის თაობაზე საკითხის დასმის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს კომიტეტს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა სამკაციან ჯგუფს. სავალდებულოა, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულმა სუბიექტებმა საკითხის დასმასთან ერთად უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი კონსტიტუციური სარჩელი და უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის თაობაზე საკითხი უმაღლეს საბჭოში განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური სარჩელით მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 139. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა
თავი XV — განსაკუთრებული პროცედურები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 132. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცება
- მუხლი 133. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება
- მუხლი 134. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა
- მუხლი 135. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
- მუხლი 136. უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა
- მუხლი 138. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის ფორმირება
- მუხლი 140. დაინტერესებული პირების წერილები და ამომრჩეველთან ურთიერთობა
- მუხლი 1401. პეტიცია
- მუხლი 141. უსკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი
- მუხლი 142. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დანიშვნაზე გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემა
- მუხლი 144. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატთა საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 139, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-139/