1. უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილ ანგარიშს, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უმაღლესი საბჭო განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. ანგარიშს უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას.
3. უმაღლესი საბჭოს ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს და ანგარიშის უმაღლეს საბჭოში განხილვის ვადებს. ამის შემდეგ ანგარიში განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს და ფრაქციებს.
4. კომიტეტები და ფრაქციები უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს ანგარიშის თაობაზე.
5. წამყვანი კომიტეტი უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში კომიტეტის სხდომაზე განიხილავს ანგარიშს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.
6. ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა, თუ შესაბამისი კანონით გათვალისწინებულია ანგარიშის წარმდგენი ორგანოს დაკომპლექტებაში უმაღლესი საბჭოს მონაწილეობა.
7. თუ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული არ არის ანგარიშის წარმდგენი ორგანოს დაკომპლექტებაში უმაღლესი საბჭოს მონაწილეობა, წარმოდგენილი ანგარიში უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან უმაღლესი საჭოს ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.
8. ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის სავალდებულოობის საკითხი აღინიშნება წამყვანი კომიტეტის დასკვნაში.
9. ანგარიში უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესით.
10. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად, როგორც წესი, გამოდის წამყვანი კომიტეტის მიერ დანიშნული მომხსენებელი.
11. ანგარიშის განხილვის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს წარმოდგენილ ანგარიშს ან უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება.
12. კანონით და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი ორგანოს/თანამდებობის პირის მოხსენება, მიმოხილვა ან ინფორმაცია განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 136. უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა
თავი XIV — უმაღლესი საბჭოს მიერ კონტროლის განხორციელება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 131. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
- მუხლი 1311. თემატური მოკვლევა
- მუხლი 132. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცება
- მუხლი 133. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება
- მუხლი 134. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა
- მუხლი 135. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
- მუხლი 138. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის ფორმირება
- მუხლი 139. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა
- მუხლი 140. დაინტერესებული პირების წერილები და ამომრჩეველთან ურთიერთობა
- მუხლი 1401. პეტიცია
- მუხლი 141. უსკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 136, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-136/