1. უმაღლესი საბჭო საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მეშვეობით ახორციელებს საერთო, თანამიმდევრულ კონტროლს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებაზე. სხვა კომიტეტები ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებენ მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით.
2. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის მიღებიდან 2 დღის ვადაში, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვის გრაფიკის პროექტის შედგენას, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.
3. საბიუჯეტო წლის განმავლობაში რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიმოხილვას, ყოველკვარტალურად განიხილავს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი, დარგობრივი კომიტეტები – მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით, ხოლო სურვილის შემთხვევაში სხვა კომიტეტებიც. ისინი უფლებამოსილი არიან, რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოითხოვონ და მიიღონ შესაბამისი უწყებებიდან. საკომიტეტო განხილვებს ორგანიზებას უწევს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი. განხილვის შედეგები, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს, რომელიც ცნობად იღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას. უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა შეიძლება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის საგანიც გახდე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 134. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა
თავი XIV — უმაღლესი საბჭოს მიერ კონტროლის განხორციელება
მთავარი მონაცემები
- ვადა 1 თვის ვადაში
- ვადა 2 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 129. თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
- მუხლი 130. მინისტრის საათი
- მუხლი 131. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
- მუხლი 1311. თემატური მოკვლევა
- მუხლი 132. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცება
- მუხლი 133. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება
- მუხლი 135. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
- მუხლი 136. უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა
- მუხლი 138. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის ფორმირება
- მუხლი 139. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა
- მუხლი 140. დაინტერესებული პირების წერილები და ამომრჩეველთან ურთიერთობა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 134, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-134/