1. საქართველოს მთავრობის წევრს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს, საქართველოს სახალხო დამცველს მისი მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს პარლამენტმა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირი ვალდებულია პარლამენტისადმი მიმართვამდე არაუგვიანეს 3 დღისა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები, რომლებზეც მას სურს პარლამენტისადმი მიმართვა. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის აპარატის მეშვეობით უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მიმართვის ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის პარლამენტისადმი მიმართვისას პლენარულ სხდომაზე მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება გააგრძელოს სხდომის თავმჯდომარემ 10 წუთით.

4. თანამდებობის პირის პარლამენტისადმი მიმართვის დასრულების შემდეგ თანამდებობის პირის გამოსვლა განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

თავი XIX. საპარლამენტო კონტროლი თავდაცვის სფერო