საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომ – საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები) საქმიანობას პარლამენტი აკონტროლებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, ნდობის ჯგუფისა და სხვა დარგობრივი სპეციალიზაციის კომიტეტების მეშვეობით.
საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 26 ივნისის რეგლამენტი №785 – ვებგვერდი, 27.06.2025