1. უმაღლესი საბჭო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.
2. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს უმაღლესი საბჭო.
3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 3 კვირის ვადაში განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტებთან დაკავშირებულ მასალებს.
4. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვის მიზნით, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით, მართავს შეხვედრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ყველა მუნიციპალიტეტში.
5. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა შეხვედრების ჩატარების გრაფიკი ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. შეხვედრების ჩატარების გრაფიკში განხორციელებული ცვლილებები დამატებით ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, შესაბამისი შეხვედრის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა.
6. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრაზე მოქალაქეთა მოსაზრებების დაფიქსირება ხდება ზეპირად ან/და წერილობით. მოქალაქეთა ზეპირი მოსაზრებები აისახება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ ოქმში, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვისას წერილობით ან/და ელექტრონულად წარდგენილი მოსაზრებები დაერთვის შემაჯამებელ ოქმს.
7. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელი ოქმი საყოველთაო- სახალხო განხილვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ქვეყნდება უმაღლესი საჭოს ვებგვერდზ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 109. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა
თავი X — საკანონმდებლო პროცესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 კვირის ვადაში
- ვადა 10 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 87. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა
- მუხლი 121. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა
- მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის რეგულირების სფერო
- მუხლი 88. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება
- მუხლი 97. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებანი
- მუხლი 122. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 103. მიღებული კანონის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისათვის გადაცემა, კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება
- მუხლი 104. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები
- მუხლი 105. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების რეგისტრაცია
- მუხლი 106. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები
- მუხლი 107. უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები
- მუხლი 108. ამომრჩეველთა მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები
- მუხლი 110. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვა და მიღება, საქართველოს პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა
- მუხლი 111. ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება
- მუხლი 112. უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ან/და საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენა
- მუხლი 113. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო
- მუხლი 114. უმაღლესი საბჭოს დადგენილების შინაარსი
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 109, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-109/