1. უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან 3 კვირის შემდეგ. ბიუროს მიერ განსაზღვრული კომიტეტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტებს განიხილავენ ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადებში.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვა იწყება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი წევრის მოხსენებით, რომელიც პლენარულ სხდომას გააცნობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს. ამის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტებს პლენარულ სხდომას წარუდგენს საინიციატივო ჯგუფის მიერ დანიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრი.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტებს უმაღლესი საბჭო განიხილავს და იღებს სამი მოსმენით კანონპროექტის განხილვისა და მიღებისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.
4. დაუშვებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული კანონპროექტის ან ალტერნატიული წინადადების წარდგენა.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის დამტკიცების მიზნით, უმაღლესი საბჭო საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს. საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან ერთად საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება უმაღლესი საბჭოს მიერ ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია ან/და კონსტიტუციური კანონი.
6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვა ხდება კონსტიტუციური კანონის სახით უმაღლესი საბჭოს მიერ.
7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მიღებისა და ძალაში შესვლის პროცედურები განისაზღვრება ამ თავის შესაბამისა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 110. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვა და მიღება, საქართველოს პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა
თავი X — საკანონმდებლო პროცესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 122. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება
- მუხლი 88. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება
- მუხლი 85. პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი
- მუხლი 90. უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ან/და საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენა
- მუხლი 127. პარლამენტის დადგენილების მიღების წესი
- მუხლი 124. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 104. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები
- მუხლი 105. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების რეგისტრაცია
- მუხლი 106. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები
- მუხლი 107. უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები
- მუხლი 108. ამომრჩეველთა მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები
- მუხლი 109. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა
- მუხლი 111. ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება
- მუხლი 112. უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ან/და საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენა
- მუხლი 113. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო
- მუხლი 114. უმაღლესი საბჭოს დადგენილების შინაარსი
- მუხლი 115. უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღების წესი
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 110, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-110/