1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული. მოტივირებული შენიშვნებით მთავრობის თავმჯდომარის მიერ დაბრუნებულ კანონპროექტს უმაღლესი საბჭო განიხილავს 15 დღის ვადაში.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით, რეგლამენტის 95-ე მუხლით დადგენილი წესით. პირველ რიგში კენჭი ეყრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს, ხოლო შემდეგ – კანონის პირვანდელ რედაქციას.
3. თუ უმაღლესი საბჭო მიიღებს მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს, კანონი 5 დღის ვადაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს და აქვეყნებს 5 დღის ვადაში.
4. თუ უმაღლესი საბჭო არ მიიღებს მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.
5. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-19 მუხლით დადგენილ ვადებში არ მოაწერა ხელი კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა იგი უმაღლეს საბჭოს ან არ გამოაქვეყნა კანონი, მას ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
6. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კანონპროექტი კენჭისყრისას ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას, იგი უარყოფილად ითვლება. უმაღლეს საბჭოს შეუძლია მომდევნო მორიგ სესიაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან კონსულტაციის შემდეგ დაუბრუნდეს მის განხილვას.
7. თუ მთავრობის თავმჯდომარე კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს, მაგრამ გასულია ამ უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა, შენიშვნებს განიხილავს ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო.
8. თუ მთავრობის თავმჯდომარე კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს, მაგრამ გამოცხადებულია უმაღლესი საბჭოს არდადეგები ან არდადეგებამდე დარჩენილია 15 დღეზე ნაკლები, შენიშვნების განსახილველად დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სესი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 104. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები
თავი X — საკანონმდებლო პროცესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 15 დღის ვადაში
- ვადა 5 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 84. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები
- მუხლი 118. საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები
- მუხლი 11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები
- მუხლი 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი
- მუხლი 12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტი
- მუხლი 124. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 98. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა
- მუხლი 99. კანონპროექტის განხილვის წინა მოსმენაზე დაბრუნება
- მუხლი 100. კანონის დაჩქარებული წესით მიღება
- მუხლი 101. კანონის გამარტივებული წესით მიღება
- მუხლი 102. უმაღლესი საბჭოს რიგი გადაწყვეტილებების მიღება
- მუხლი 103. მიღებული კანონის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისათვის გადაცემა, კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება
- მუხლი 105. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების რეგისტრაცია
- მუხლი 106. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები
- მუხლი 107. უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები
- მუხლი 108. ამომრჩეველთა მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები
- მუხლი 109. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 104, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-104/