1. უმაღლესმა საბჭომ კანონპროექტი შეიძლება განიხილოს და მიიღოს დაჩქარებული წესით.
2. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს სამივე მოსმენით მის განხილვასა და მიღებას უმაღლესი საბჭოს სხდომის 1 დღის განმავლობაში.
3. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს ბიურო კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე. თუ ბიურო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე, აღნიშნულ საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს სხდომა.
4. უმაღლესი საბჭოს ბიუროს ან უმაღლესი საბჭოს სხდომის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ რეგლამენტით გათვალიწინებული სუბიექტები უმაღლესი საბჭოს ბიუროს ან უმაღლესი საბჭოს სხდომის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით.
5. დაუშვებელია დაჩქარებული წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი კანონის განხილვა და მიღება.
6. კანონპროექტი, რომლის თაობაზედაც მიღებულია დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები. დაჩქარებული წესით კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვა და კენჭისყრა ხდება კანონპროექტის განხილვისა და კენჭისყრისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
7. დაჩქარებული წესით კანონპროექტის მიღებისას კენჭისყრა ტარდება მისი შესაბამისი მოსმენით განხილვის დამთავრების შემდეგ, იმავე დღე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 100. კანონის დაჩქარებული წესით მიღება
თავი X — საკანონმდებლო პროცესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 1 დღის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 94. კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის წესი
- მუხლი 95. კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა
- მუხლი 96. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა
- მუხლი 97. საკანონმდებლო პაკეტის პირველი და მეორე მოსმენით განხილვის თავისებურება
- მუხლი 98. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა
- მუხლი 99. კანონპროექტის განხილვის წინა მოსმენაზე დაბრუნება
- მუხლი 101. კანონის გამარტივებული წესით მიღება
- მუხლი 102. უმაღლესი საბჭოს რიგი გადაწყვეტილებების მიღება
- მუხლი 103. მიღებული კანონის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისათვის გადაცემა, კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება
- მუხლი 104. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები
- მუხლი 105. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების რეგისტრაცია
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 100, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-100/