1. კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, აგრეთვე კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება და მიიღება გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით, რეგლამენტის 95-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. დაუშვებელია გამარტივებული წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება.
3. კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბიურო კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე. კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი გამარტივებული წესით განიხილება ბიუროს გადაწყვეტილების გარეშე.
4. უმაღლესი საბჭოს ბიუროს ან უმაღლესი საბჭოს სხდომის მიერ კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ რეგლამენტით გათვალიწინებული სუბიექტები უმაღლესი საბჭოს ბიუროს ან უმაღლესი საბჭოს სხდომის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით.
5. კანონპროექტს, რომლის თაობაზედაც მიღებულია გამარტივებული წესით განხილვის გადაწყვეტილება, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 101. კანონის გამარტივებული წესით მიღება
თავი X — საკანონმდებლო პროცესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 95. კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა
- მუხლი 96. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა
- მუხლი 97. საკანონმდებლო პაკეტის პირველი და მეორე მოსმენით განხილვის თავისებურება
- მუხლი 98. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა
- მუხლი 99. კანონპროექტის განხილვის წინა მოსმენაზე დაბრუნება
- მუხლი 100. კანონის დაჩქარებული წესით მიღება
- მუხლი 102. უმაღლესი საბჭოს რიგი გადაწყვეტილებების მიღება
- მუხლი 103. მიღებული კანონის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისათვის გადაცემა, კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება
- მუხლი 104. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები
- მუხლი 105. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების რეგისტრაცია
- მუხლი 106. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 101, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-101/