1. უმაღლესი საბჭო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.
2. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს უმაღლესი საბჭო.
3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ უმაღლესი საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ ფრაქციების წარმომადგენლები ან/და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები.
4. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ უმაღლესი საბჭოს წევრთა წარმომადგენლობითი თანაფარდობის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ კომისიის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით დაკომპლექტება შეუძლებელია.
5. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 14 დღის ვადაში განიხილავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებულ მასალებს.
6. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის მიზნით მართავს შეხვედრებს.
7. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა შეხვედრების გამართვის გრაფიკი ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
8. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით კონსტიტუციური კანონის პროექტის არსის შესახებ მოკლე ინფორმაცია თავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, აგრეთვე რიგდება შეხვედრების დროს.
9. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრაზე მოქალაქეთა მოსაზრებების დაფიქსირება ხდება ზეპირად ან/და წერილობით. მოქალაქეთა ზეპირი მოსაზრებები აისახება შეხვედრის ოქმში და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ ოქმში, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვისას წერილობით ან/და ელექტრონულად წარდგენილი მოსაზრებები დაერთვის შემაჯამებელ ოქმ