1. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს განსახილველად წარუდგენს მთავრობას არაუგვიანეს 15 სექტემბრისა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განახლებულ დოკუმენტს მთავრობას წარუდგენს არაუგვიანეს 25 სექტემბრისა.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მხარჯავ დაწესებულებას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვარიანტი, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

6. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები, ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.

7. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესაბამის, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს პარლამენტში წარსადგენად.

8. არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესაბამის, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს.

9. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტში წარდგენისას უნდა დაერთოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

10. პარლამენტიდან არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თაობაზე საკომიტეტო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.

11. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს პარლამენტში წარსადგენად. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.

12. მთავრობა, არა უგვიანეს 5 ნოემბრისა, პარლამენტს ხელმეორედ წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად.

13. პარლამენტიდან არაუგვიანეს 15 ნოემბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი კიდევ ერთხელ განიხილება მთავრობის სხდომაზე.

14. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის შესაბამისი დოკუმენტების საბოლოო ვარიანტებს.

15. მთავრობა, არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად.

16. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს მხოლოდ მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მთავრობა პარლამენტს წარუდგენს კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.

17. პლენარულ სხდომაზე წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლე მიმოხილვის შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალები