1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის შემდეგ პარლამენტის ბიურო, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და აღნიშნულ ორგანული კანონის პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად გადასცემს მთავრობას.
2. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში მთავრობა წამყვან კომიტეტს წარუდგენს თავის შენიშვნებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან დაკავშირებით.
3. პარლამენტიდან შესათანხმებლად წარმოდგენილ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაზე მთავრობის დასკვნის მომზადებასა და პარლამენტში წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
4. პარლამენტის მიერ დადგენილი წესით მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარმოდგენილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ იმავე დღეს იტვირთება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში.
5. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად ატვირთვიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა მთავრობის საპარლამენტო მდივანი აღნიშნულ ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას თანდართულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად უგზავნის სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
6. მთავრობის წევრები ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები ვალდებულნი არიან, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ მითითებულ ვადაში, სპეციალურ ველში დააფიქსირონ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის თაობაზე პოზიცია: „თანხმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ:
ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს;
ბ) არ ეთანხმებიან კანონპროექტს.
8. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულა